დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინასთანაც და რუსეთთანაც ვაწარმოებთ ბიზნესს

15:04, 25.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ვაშინგტონი როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან ბიზნესურთიერთობების გაგრძელებას გეგმავს.

„ამასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინასთანაც და რუსეთთანაც ვაწარმოებთ ბიზნესს – ასე ვფიქრობ“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპთან ერთად, ჟურნალისტების კითხვებს მისი მეუღლე მელანია ტრამპიც პასუხობდა.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა ისინი უკრაინაში ვიზიტს, მელანიამ უპასუხა: „ვნახოთ“. დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ უკრაინაში ვიზიტი გამორიცხული არ არის.

მსგავსი