დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ჯორჯია მელონი კარგი ადამიანია, თუმცა შეცდომა დაუშვა
წარსულში კრიტიკის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის „კარგი ადამიანი“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი კარგი ადამიანია, თუმცა შეცდომა დაუშვა.
„ვფიქრობ, ის კარგი ადამიანია, სინამდვილეში, კარგი კვირა გვქონდა. ცუდი ურთიერთობა გვქონდა. ცოტა გაუარესდა, რადგან მან ისევ უარი თქვა ჩვენს დახმარებაზე“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს და იტალიის პრემიერ-მინისტრს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ირანში ომის დროს იტალიამ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებს თავისი ბაზების გამოყენების შესაძლებლობა შეუზღუდა.