დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შანსი, მიმდინარე ან მომავალ კვირას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ, არაფერია გარანტირებული
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არსებობს კარგი შესაძლებლობა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის თაობაზე მიმდინარე ან მომდევნო კვირაში.
„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შანსი მიმდინარე კვირას ან მომავალ კვირას ომთან, ღაზასთან და ყველა სხვა ადგილთან დაკავშირებით, რომელთაც ჩვენ ამდენს განვიხილავთ, თუმცა არაფერია გარანტირებული“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა Axios-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, სამშაბათს თეთრ სახლში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა სტივ უიტკოფს, რონ დერმერსა და კატარის დელეგაციას შორის, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ არ იცის, შეხვედრა საიდუმლო იყო თუ არა.
„გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. არ ვიცი, საიდუმლო იყო თუ არა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. საიდუმლო კარგია, თუ ეს იმ ადგილამდე მიგვიყვანს, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. ჩვენ გვინდა შეთანხმება, მშვიდობა, ტყვეების დაბრუნება. ვფიქრობ, ამასთან ახლოს ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.