დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ჩინეთის პრეზიდენტთან შეთანხმებას მივაღწევთ, ეს ორივესთვის კარგი გარიგება იქნება, ეს უკეთესია, ვიდრე ბრძოლა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან შეთანხმებას მიაღწევს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კარგი შედეგების მომტანი იქნება სამხრეთ კორეასთან გაფორმებული შეთანხმებებიც.
„კორეის რესპუბლიკასთან ჩვენი შეთანხმება ძალიან მალე დასრულდება. ეს შეთანხმებები ყველა ჩვენგანისთვის წარმოუდგენელი გამარჯვებები იქნება. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ხვალ აქ ჩამოდის. და იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ, ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. ვფიქრობ, ეს ორივესთვის კარგი გარიგება იქნება. და ეს მართლაც შესანიშნავი შედეგია. ეს უკეთესია, ვიდრე ბრძოლა. იგივეა ახლო აღმოსავლეთშიც, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მარადიული მშვიდობა. მათ არასდროს ჰქონიათ მშვიდობა, სამი ათასი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.