დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას ჩამოდის, მასაც სურს ამის დასრულება
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას ჩამოდის, მასაც სურს ამის დასრულება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მომავალ კვირაში ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებებს გამართავს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ფიქრობს, რომ მომავალ კვირაში ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება.

„ის აქ მომავალ კვირას ჩამოდის. მასაც სურს ამის დასრულება. ჩვენ ირანთან უზარმაზარი წარმატება გვქონდა. ვიღაცამ მკითხა, როდის აპირებთ ხელის მოწერას? მე ვუთხარი, ხელის მოწერა? ისინი დაბომბილები არიან. წლები გავა, ვიდრე იქ ვინმე ჩავა. ასე რომ, ეს პრიორიტეტი არ არის. ჩვენ გვექნება ანგარიში და მივიღებთ ყველაფერს, რაც გვინდა. ირანისგან მივიღებთ ყველაფერს. ვფიქრობ და იმედი მაქვს, მათ სურთ, კარგი ქვეყანა ჰქონდეთ. იცით, მათ ახლა უზარმაზარი სანქციები აქვთ დაწესებული. მათთვის ძალიან რთული იქნება ამ სანქციებით რამის გაკეთება. მოუთმენლად ველოდები, რომ შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც მათ შევეწყობით და შეძლებენ თავიანთი ქვეყნის აღდგენას“, – განაცხადა ტრამპმა.