დონალდ ტრამპი - ვერავინ გადაურჩება უსამართლო სავაჭრო ბალანსსა და არამონეტარულ სატარიფო ბარიერებს, რომლებსაც სხვა ქვეყნები იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი - ჩინეთი
დონალდ ტრამპი - ვერავინ გადაურჩება უსამართლო სავაჭრო ბალანსსა და არამონეტარულ სატარიფო ბარიერებს, რომლებსაც სხვა ქვეყნები იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი - ჩინეთი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 11 აპრილს არანაირი სატარიფო გამონაკლისი არ გამოცხადებულა. ამის შესახებ ტრამპი „თრუს სოშიალზე“ წერს.

„ვერავინ გადაურჩება უსამართლო სავაჭრო ბალანსსა და არამონეტარულ სატარიფო ბარიერებს, რომლებსაც სხვა ქვეყნები იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი – ჩინეთი, რომელიც ყველაზე ცუდად გვექცევა“, – წერს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ჩინეთიდან შეტანილი ელექტრონული საქონელი კვლავ ექვემდებარება ნარკოტიკ ფენტანილთან დაკავშირებულ 20%-იან ტარიფებს, „უბრალოდ, ისინი ახლა სხვა სატარიფო კალათაში მოხვდნენ“.

„რაც გამოვლინდა, არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება პროდუქტების წარმოება შეერთებულ შტატებში, და რომ არ ვიქნებით მძევლად აყვანილი სხვა ქვეყნების მიერ, განსაკუთრებით მტრული სავაჭრო ერების, როგორიცაა ჩინეთი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თავისი ძალაუფლების ფარგლებში, რათა უპატივცემულოდ მოეპყროს ამერიკელ ხალხს. ჩვენ, ასევე, ვერ დავუშვებთ, რომ მათ განაგრძონ ჩვენი შეურაცხყოფა ვაჭრობაში, როგორც ეს აკეთეს ათწლეულების განმავლობაში, ეს დღეები დასრულდა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.