დონალდ ტრამპი – ვენესუელა აყვავებული ქვეყანა გახდება, შესაძლოა, მალე აყვავებულ 51-ე შტატადაც იქცეს, მოდით, ვაქციოთ ის 51-ე შტატად, პრეზიდენტის ნაცვლად, გუბერნატორის ასარჩევად გვექნება არჩევნები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელა აყვავებული გახდება, შესაძლოა, მომავალში აშშ-ის 51-ე შტატიც კი გახდეს.
„ეს აყვავებული ქვეყანა გახდება. ვინ იცის, შესაძლოა, მალე ის აყვავებულ 51-ე შტატადაც იქცეს. ეს შესაძლებელია. მოდით, ვაქციოთ ის 51-ე შტატად. პრეზიდენტის ნაცვლად, გუბერნატორის ასარჩევად გვექნება არჩევნები. რას იტყვით?“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ვენესუელასთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ქვეყნის ნავთობის სექტორში ამერიკული კომპანიების ინვესტიციებზე. მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები ვენესუელაში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ, რაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.
ტრამპის თქმით, შეერთებულ შტატებს ვენესუელადან ნავთობი ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი დანახარჯის გარეშე მიეწოდება.
„ჩვენთვის ძალიან სასარგებლო გარიგებაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას, რომელთანაც ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.