დონალდ ტრამპი – ვაუქმებ ყველა აღმასრულებელ განკარგულებას, რაც პირდაპირ არ იყო ხელმოწერილი თაღლითი ჯო ბაიდენის მიერ, ხალხი, ვინც ფლობდა მის ავტომატურ ფაქსიმილეს, უკანონოდ აკეთებდა ამას
MINT HILL, NORTH CAROLINA - SEPTEMBER 25: Republican presidential nominee, former U.S. President Donald Trump pauses before speaking during a campaign rally at the Mosack Group warehouse on September 25, 2024 in Mint Hill, North Carolina. Trump continues to campaign in battleground swing states ahead of the November 5 presidential election. (Photo by Brandon Bell/Getty Images)
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ძალადაკარგულად გამოაცხადა თავისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის ავტომატური ფაქსიმილეთი ხელმოწერილი ყველა განკარგულება და დოკუმენტი. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა მძინარა ჯო ბაიდენმა ავტომატური ფაქსიმილეთი, ეს კი დაახლოებით მათი 92%-ია, ამიერიდან ანულირებული და ძალადაკარგულია. ავტომატური ფაქსიმილეს გამოყენება დაუშვებელია, თუკი სპეციალურად არ არის ნებადართული აშშ-ის პრეზიდენტის მიერ. რადიკალმა მემარცხენე შეშლილებმა ბაიდენის გარემოცვიდან, რომლებიც ამ შესანიშნავი „რეზოლუტის“ მაგიდის გარშემო იყვნენ ოვალურ კაბინეტში, მას პრეზიდენტობა ჩამოართვეს. ვაუქმებ ყველა აღმასრულებელ განკარგულებას და ყველაფერს, რაც პირდაპირ არ იყო ხელმოწერილი თაღლითი ჯო ბაიდენის მიერ, რადგან ხალხი, ვინც ფლობდა მის ავტომატურ ფაქსიმილეს, უკანონოდ აკეთებდა ამას. ჯო ბაიდენი არ იყო ჩართული ავტომატური ფაქსიმილეს პროცესში და თუკი იტყვის, რომ იყო, მას ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალს წარუდგენენ“, – წერს ტრამპი.