აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის მერს, მურიელ ბოუზერს „არაკომპეტენტური“ უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის დედაქალაქის მერი ეროვნულ გვარდიას დახმარებისთვის თუ არ მიმართავს, „მაშინ სხვა ჯგუფებს“ გამოიყენებენ. ეს განცხადება ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.
„ვაშინგტონის არაკომპეტენტური მერი, რომლის ბიუჯეტიც კონტროლს აღარ ექვემდებარება და მუდამ მოდის ჩვენთან დახმარების თხოვნით, ახლა ებრძვის ეროვნულ გვარდიას, რომელმაც ის დიდი უხერხულობისგან იხსნა“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“.
მანამდე ვაშინგტონის მერმა მოუწოდა ტრამპს, გაიყვანოს ფედერალური სამართალდამცველები და სამხედროები დედაქალაქიდან, რადგან ვაშინგტონის პოლიცია „შექმნილ სიტუაციას თავს კარგად ართმევს და კომენდანტის საათის მოქმედების ვადა ამოიწურა“.
ვაშინგტონში ეროვნული გვარდია და სამხედროები მას შემდეგ შეიყვანეს, რაც თეთრ სახლთან გამართული დემონსტრაცია არეულობაში და პოლიციელებთან შეტაკებაში გადაიზარდა.
კანონით, ვაშინგტონის ქუჩები ადგილობრივი პოლიციის, ხოლო თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია ფედერალურ იურისდიქციაშია.