დონალდ ტრამპი - ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ ქვეყნებმა აშშ-სგან სავაჭრო-ეკონომიკური სარგებელი ცალმხრივად მიიღონ
დონალდ ტრამპი - ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ ქვეყნებმა აშშ-სგან სავაჭრო-ეკონომიკური სარგებელი ცალმხრივად მიიღონ

ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ ქვეყნებმა აშშ-სგან სავაჭრო-ეკონომიკური სარგებელი ცალმხრივად მიიღონ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებთან მხოლოდ თანასწორ საფუძველზე იმუშავებს.

„ამიერიდან, ჩვენ თანასწორუფლებიან საფუძველზე ვიმუშავებთ. არ დავუშვებთ, რომ აშშ-სგან სარგებელი მიიღონ. მე ყოველთვის დავაყენებ აშშ-ის პირველ ადგილზე და ველოდები თქვენგანაც, რომ პრიორიტეტს თქვენს ქვეყანას მიანიჭებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მზად არის, იმუშაოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ყველა ლიდერთან ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილების მისაღებად.