დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის კრიზისი შესაძლოა, ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, 15 დღის განმავლობაში თავი შეიკავონ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისგან და რესტორნებში სტუმრობისგან.
დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყანა უპირისპირდება „უხილავ მტერს“, რომელიც ძალიან გადამდებია.
აშშ-ის კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფის ახალი გზამკვლევის თანახმად, ხანდაზმული ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარდებათ.
აშშ-ში „კოვიდ-19″-ით 71 ადამიანი დაიღუპა, 4 100 კი, ინფიცირებულია.