დონალდ ტრამპი - ვაქცინასთან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ
დონალდ ტრამპი - ვაქცინასთან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ

ვაქცინასთან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს აშშ-ში, გერმანიაში, გართიანებულ სამეფოსა და ჩინეთში.

„ჩვენ გვყავს ბევრი დიდი, ბრწყინვალე ტვინი, რომელიც ამაზე მუშაობს“, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ძალიან ახლოს ტესტირებასთან, რადგან ტესტირების დაწყებას გარკევული დრო სჭირდება. თუმცა ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანამდე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მასობრივი გამოყენებისთვის ვაქცინის დამტკიცებას სავარაუდოდ 12-18 თვე დასჭირდება.