დონალდ ტრამპი - ვაპირებ ვაშინგტონში წასვლას, რათა დამაპატიმრონ კორუმპირებული, გაყალბებული და მოპარული არჩევნების გამო, ეს დიდი პატივია
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში იმისთვის მიდის, რომ დააპატიმრონ. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა.
„ახლა ვაპირებ ვაშინგტონში წასვლას, რათა დამაპატიმრონ კორუმპირებული, გაყალბებული და მოპარული არჩევნების გამო. ეს დიდი პატივია. გახადეთ ამერიკის შეერთებული შტატები ისევ დიდებული!“ – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისთვის. ექსპრეზიდენტს სასამართლოში ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის ელოდებიან.