დონალდ ტრამპი - ულტრამემარცხენე ყალბი მედია ცდილობს, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით შეგვარცხვინოს
დონალდ ტრამპი - ულტრამემარცხენე ყალბი მედია ცდილობს, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით შეგვარცხვინოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ულტრამემარცხენე ყალბმა მედიამ“, რომელიც არეულობების დროს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე არ საუბრობდა, ახლა ეს პრობლემა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ მასობრივ მიტინგებთან დაკავშირებით წამოჭრა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ულტრამემარცხენე ყალბი მედია, რომელსაც დემოკრატების მმართველობაში არსებული ქალაქების ამბოხებულებისა და მაროდიორების მიერ განადგურებისას კორონავირუსთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია, ახლა ცდილობს, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით შეგვარცხვინოს ჩვენი დიდი მიტინგების გამო. ეს არ იმუშავებს!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ამავე დროს, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა თავისი მეტოქე, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„მე უფრო მეტი გავაკეთე ოთხ წელზე ნაკლებ პერიოდში, ვიდრე ჯო ბაიდენმა 40 წლის განმავლობაში, მათ შორის, შავკანიანი ამერიკელებისთვის. ბაიდენი ათწლეულების განმავლობაში იყო ყველა წარუმატებელი გადაწყვეტილების ნაწილი. ცუდი სავაჭრო შეთანხმებები, დაუსრულებელი ომები, მან აჩვენა ლიდერობის სრული უქონლობა“, – წერს დონალდ ტრამპი.