დონალდ ტრამპი – უკრაინაში ომი სწრაფი უნდა ყოფილიყო, თუ გახსოვთ, რუსული ტანკები როცა კიევისკენ მიდიოდნენ, გენერალმა შეუხვია სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და ტალახში ჩაეფლო, არ ვიცი, იღბალი ვუწუდოთ ამას თუ უიღბლობა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2022 წელს კიევთან ახლოს რუსეთის წარუმატებლობა ამინდის პირობების გამო მოხდა.
„ეს ძალიან სწრაფი ომი უნდა ყოფილიყო. თუ გახსოვთ, რუსული ტანკები გზატკეცილზე პირდაპირ კიევისკენ მიდიოდნენ, გენერალმა კი, რომელიც აშკარად არცთუ ისე კარგი გენერალი იყო, მარჯვნივ შეუხვია სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმისგან იყო გაჟღენთილი. ის პირდაპირ ტალახში ჩაეფლო და ეს მცოცავ ქვიშას ჰგავდა. არ ვიცი, იღბალი ვუწუდოთ ამას თუ უიღბლობა“, – განაცხადა ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ზელენსკი პუტინთან დათმობებზე უნდა წავიდეს, რადგან მოსკოვს გაცილებით დიდი მობილიზაციის რესურსები აქვს გამოფიტვის ომში.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ხუთი წელი გავიდა და უკრაინამ უზარმაზარი რაოდენობის ჯარისკაცი დაკარგა და რუსეთმაც, მაგრამ რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და რუსეთს შეუძლია, მილიონი ადამიანი დაკარგოს, მათ უკან კი კიდევ მრავალი მილიონი დგას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.