დონალდ ტრამპი - უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ ნარკომოვაჭრეებთან, ნარკოდამოკიდებულებს კი დავეხმაროთ
დონალდ ტრამპი - უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ ნარკომოვაჭრეებთან, ნარკოდამოკიდებულებს კი დავეხმაროთ

დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეებს ბრძოლას უცხადებს და ნარკოდამოკიდებულებს დახმარებას ჰპირდება.

პრობლემის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

„2016 წელს, ზედოზირების შედეგად, ჩვენ 64 000 ადამიანი დავკარგეთ. დღეში 174 ადამიანი. საათში შვიდი ადამიანი. ჩვენ უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ ნარკომოვაჭრეებთან მიმართებით, თუ გვსურს, შევაჩეროთ ეს უბედურება. ჩემი ადმინისტრაცია მოწოდებულია, ებრძოლოს ამ ეპიდემიას და დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც მკურნალობა სჭირდება. ბრძოლა იქნება რთული და დიდ ხანს გაგრძელდება, მაგრამ როგორც ყველაფერს, ამასაც მივაღწევთ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.