დონალდ ტრამპი - უახლოეს პერიოდში განვიხილავ ირანის მიერ ახლახან გამოგზავნილ გეგმას, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იქნება
უახლოეს პერიოდში განვიხილავ ირანის მიერ ახლახან გამოგზავნილ გეგმას, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„მალე განვიხილავ ირანის მიერ ახლახან გამოგზავნილ გეგმას, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იქნება იმ გაგებით, რომ მათ ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ საკმარისად დიდი ფასი იმისთვის, რაც ბოლო 47 წლის განმავლობაში კაცობრიობასა და მსოფლიოს გაუკეთეს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს 14-პუნქტიანი წინადადება გაუგზავნა.