დონალდ ტრამპი - კორონავირუსის ტესტს სავარაუდოდ უახლოეს ხანში გავიკეთებ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უახლოეს ხანში სავარაუდოდ კორონავირუსის ტესტს ჩაიტარებს. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თუმცა, მისივე თქმით, ტესტის ჩატარების მიზეზი არ იქნება მისი და ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივნის შეხვედრა.
„ყველა შემთხვევაში, მე ჩავიტარებ ტესტს. ახლა ვმუშაობთ განრიგზე“, – განაცხადა ტრამპმა.
ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირას თეთრ სახლში იმყოფებოდა და ტრამპთან ერთად ივახშმა, კორონავირუსი 12 მარტს დაუდგინეს.