დონალდ ტრამპი - თუ არჩევნებში ბაიდენი გაიმარჯვებს, აშშ ვენესუელად გადაიქცევა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ 2020 წლის არჩევნებში მისი კონკურენტი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, შეერთებული შტატები კიდევ ერთ ვენესუელად გადაიქცევა. ეს განცხადება ტრამპმა ვისკონსინში სიტყვით გამოვლისას გააკეთა.
„ეს ყველაზე საშიში არჩევნებია, რომელიც ოდესმე გვქონია, რადგან მე არ მგონია, რომ წაგების შემდეგ დაბრუნება შევძლოთ. თუ დემოკრატებს აირჩევენ, მაშინ აქ კიდევ ერთი ვენესუელა იქნება. ადრე ამის ვარაუდს გამოვთქვამდი, ახლა სრული სიზუსტით გეუბნებით, რომ ასე მოხდება. ეს იქნება გაცილებით დიდი მასშტაბების ვენესუელა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამავე გამოსვლაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ის 27 აგვისტოს, თეთრ სახლში გააკეთებს.