დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ვიდეოთამაშების ხელმძღვანელებს მოიწვევს
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ვიდეოთამაშების ხელმძღვანელებს მოიწვევს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ვიდეოთამაშების ხელმძღვანელებს მოიწვევს. გადაწყვეტილება თებერვალში ფლორიდას სკოლაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან არის დაკავშირებული, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვიდეოთამაშების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით გეგმებზე განცხადება თეთრი სახლის პრესსამსახურმა გააკეთა.

„არ მინდა გავუსწრო დისკუსიებს და წინასწარ ვთქვა, რაზე ისაუბრებენ ისინი ხვალ. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რაზეც ლაპარაკი უნდა დაიწყოს და პრეზიდენტი ამ შეხვედრას მოუთმენლად ელის“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.

პარკლენდის სკოლაზე თავდასხმის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებაზე აქტიური საუბარი დაიწყო. ტარდება საპროტესტო აქციები, მათ შორის თეთრ სახლთანაც.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც ფლორიდას შტატის სენატი განიხილავს, იარაღის შესაძენად აუცილებელი ასაკობრივი ზღვარი 18-დან 21 წლამდე აიწევს.

რაც შეეხება ვიდეოთამაშებს, ეს ამ მიმართულებაზე დისკუსიის დაწყების პირველი შემთხვევაა.