დონალდ ტრამპი თეირანს აფრთხილებს, თუ ერთ ამერიკელს მაინც მოკლავენ, ირანს პასუხისმგებლობა დაეკისრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს აფრთხილებს, რომ თუ ერთ ამერიკელს მაინც მოკლავენ, ირანს პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სამი რაკეტა ჩანს. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მისამართით კვირას რაკეტები გაუშვეს, რომლებიც ირანიდან იყო.
„ჩვენს საელჩოზე ბაღდადში კვირას რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. სამი რაკეტა წარუმატებლად გაუშვეს. გამოიცანით, საიდან იყო ისინი- ირანიდან. ახლა ჩვენ გვესმის ლაყბობა ერაყში ამერიკელების წინააღმდეგ დამატებითი თავდასხმების შესახებ. ირანს მეგობრულ, ჯანსაღ რჩევას მივცემ: თუ ერთ ამერიკელს მაინც მოკლავენ, პასუხისმგებლობას ირანს დავაკისრებ. დაფიქრდით ამაზე“, – წერს დონალდ ტრამპი.
Our embassy in Baghdad got hit Sunday by several rockets. Three rockets failed to launch. Guess where they were from: IRAN. Now we hear chatter of additional attacks against Americans in Iraq… pic.twitter.com/0OCL6IFp5M
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 23, 2020