დონალდ ტრამპი – ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა, მზად ვარ სი ძინპინთან შესახვედრად, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები

21:39, 08.05.2025

ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა. მზად ვარ სი ძინპინთან შესახვედრად, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, შეთანხმება ბევრ ქვეყანასთან მზადდება და აღნიშნა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი შაბათ-კვირას შვეიცარიაში ჩინელ კოლეგებს შეხვდება.

„ჩინეთს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, მზადაა ჩინეთის პრეზიდენტთან შესახვედრად. მოლაპარაკებების შედეგებიდან გამომდინარე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოელის, რომ ეს შეხვედრა ძალიან შინაარსიანი იქნება.​​​​​​​​​​​​​​​​

ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჩინურ საქონელზე დამატებითი ტარიფების დაწესებას არ განიხილავს.

„ტარიფები უფრო მაღლა ვეღარ წავა, ის უკვე 145%-ია. ასე რომ, ვიცით, დაიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი