დონალდ ტრამპი „თალიბანის“ ლიდერს ტელეფონით ესაუბრა
დონალდ ტრამპი „თალიბანის“ ლიდერს ტელეფონით ესაუბრა

დონალდ ტრამპი „თალიბანის“ ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ტრამპის თქმით, „თალიბანის ლიდერთან საუბარია კარგად წარიმართა“.

„ჩვენ არ გვინდა ძალადობა. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა „თალიბანის“ ლიდერის მოადგილეს, მულა ბარადარ ახუნდს.

აშშ-მა და მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთში სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას ხელი 29 თებერვალს დოჰაში მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ავღანეთში ძალადობა უნდა შეწყდეს და 10 მარტიდან შიდა პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს.