დონალდ ტრამპი - თაღლითმა ჯო ბაიდენმა რუსეთთან და ყველა სხვასთან ნამდვილ არეულობაში გაგვხვია, მაგრამ მე აქედან ჩვენს გამოყვანას ვაპირებ
თაღლითმა ჯო ბაიდენმა რუსეთთან და ყველა სხვასთან ნამდვილ „არეულობაში“ გაგვხვია, მაგრამ მე აქედან ჩვენს გამოყვანას ვაპირებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი წერს, მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა და კიდევ ბევრი დაიღუპება, თუ არ შედგება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
„მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა და კიდევ ბევრი დაიღუპება, თუ არ მივიღებთ ცეცხლის შეწყვეტას და საბოლოო შეთანხმებას რუსეთთან ხელმოწერილს. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა, 100 პროცენტით არ იქნებოდა. ასევე არ იქნებოდა 7 ოქტომბერი ისრაელში, ავღნეთიდან გამოვიდოდით ძლიერები, ამაყები და ეს არ იქნებოდა ყველაზე უხერხული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს იქნებოდა სიდიადის მომენტი. ასევე, არ იქნებოდა ინფლაცია. გარდა ამისა, ჩვენ გვექნებოდა გაუვალი საზღვარი, საიდანაც ძალიან ცოტა არალეგალი შემოვიდოდა. ოჰ, რამხელა გავლენა მოახდინა ჩვენს ქვეყანაზე ამ გაყალბებულმა, უსამართლო არჩევნებმა და ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, ციხეში უნდა იყოს! ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – წერს დონალდ ტრამპი.