დონალდ ტრამპი სოციალური მედიის მუშაობის შესახებ განკარგულების ხელმოწერას გეგმავს - „ეს იქნება დიდი დღე სოციალური მედიისა და სამართლიანობისთვის“
დონალდ ტრამპი სოციალური მედიის მუშაობის შესახებ განკარგულების ხელმოწერას გეგმავს - „ეს იქნება დიდი დღე სოციალური მედიისა და სამართლიანობისთვის“

„ეს იქნება დიდი დღე სოციალური მედიისთვის და სამართლიანობისთვის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა.

თეთრი სახლის ცნობით, დღეს დონალდ ტრამპი გეგმავს, ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომელიც სოციალური მედიის მუშაობას ეხება. განკარგულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ახალი ბრძანების საშუალებით, შესაძლებელი გახდება ფედერალური თანამდებობის პირების მიერ „ფეისბუქის“, „გუგლისა“ და „ტვიტერის“ დაჯარიმება.

სოციალური ქსელების მისამართით აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ტვიტერმა“ მის რამდენიმე პოსტზე მკითხველებს ინფორმაციის დაზუსტებისკენ მიუთითა.