დონალდ ტრამპი - სოციალური დისტანცირების ზომები შესაძლოა, ზაფხულის დასაწყისამდე გახანგრძლივდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისმა ადმინისტრაციამ სოციალური დისტანცირების ზომები შესაძლოა, ზაფხულის დასაწყისამდე გაახანგრძლივოს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
„შესაძლოა და ასევე არ არის გამორიცხული, ამაზე შორსაც წავიდეთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, როდესაც მას ჰკითხეს, საჭირო იქნება თუ არა ფედერალური ნორმების გაგრძელება სულ მცირე ზაფხულის დასაწყისამდე.
„რაღაც მომენტში, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ეს. თუმცა ვიდრე თავს უსაფრთხოდ არ ვიგრძნობთ, ჩვენ ზომებს გავახანგრძლივებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც ტელეკომპანია „სიენბისი“ აღნიშნავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეკომენდაციები აშშ-ის ხელისუფლებამ მარტის შუა რიცხვებში გამოსცა და მათი მოქმედება ერთხელ უკვე გაახანგრძლივა. ზომების მოქმედების ვადა აპრილის ბოლოს იწურება.