დონალდ ტრამპი სიტყვით გამოსვლის შემდეგ თეთრი სახლიდან წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა
დონალდ ტრამპი სიტყვით გამოსვლის შემდეგ თეთრი სახლიდან წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოსვლის შემდეგ თეთრი სახლიდან ფეხით გავიდა და წმინდა იოანეს ტაძარში გაემართა.

აღნიშნული ეკლესია გასულ ღამეს არეულობის დროს დემონსტრანტებმა დააზიანეს.

ტრამპმა ფეხით გადაკვეთა ლაფაეტის მოედანი და ეკლესიასთან მივიდა. მას ხელში ბიბლია ეჭირა.

ტაძართან მისულმა პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. მე მას კარგად და უსაფრთხოდ შევინარჩუნებ“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლიციელებმა ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს თეთრ სახლთან მისული დემონსტრანტების წინააღმდეგ, რათა ფეხით ქუჩაში გასვლისას პრეზიდენტის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

აქციები აშშ-ის დედაქალაქში და სხვა ქალაქებში უკვე შვიდი დღეა გრძელდება. დემონსტრაციების ტალღა მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ აგორდა.