დონალდ ტრამპი - „სიენენის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჭეშმარიტებასთან არავითარი კავშირი არ აქვს
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ მეშვეობით რამდენიმე გამოცემას, მათ შორის, „სიენენსა“ და „ნიუ იორკ თაიმსს“ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.
„აუტანელია ყალბი და სრულიად ტენდენციური სიახლეები, რომლებსაც „ემესდიენსი“ (MSDNC) და „სიენენი“ (CNN) ავრცელებენ. ამ სიახლეებს არავითარი კავშირი არ აქვთ ჭეშმარიტებასთან და ფაქტებთან. ისინი უბრალოდ „დიენსის“ (DNC) განშტოებები არიან, ისევე როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ და „ვაშინგტონ პოსტი“. ზუსტად იგივე მდგომარეობაა, როგორც 2016 წელს. ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მოვიგებთ“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.