დონალდ ტრამპი - სიცრუეა, რომ აშშ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველია, პირველი არის ჩინეთი
დონალდ ტრამპი - სიცრუეა, რომ აშშ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით პირველია, პირველი არის ჩინეთი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რამდენიმე შტატში ბიზნესი მუშაობას 20 აპრილიდან განაახლებს. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, შეზღუდების ნაწილი მოიხსნება ტეხასსა და ვერმონტში. ამავე დროს, მონტანაში ბიზნესის ნაწილი მუშაობას შემდეგ კვირაში დაიწყება. ოჰაიოში, ჩრდილოეთ დაკოტასა და აიდაჰოში ანალოგიურ გადაწყვეტილებას პირველ მაისს მიიღებენ.

„ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს, რომ ვირუსის პიკი გავლილია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა კორონავირუსთან ბრძოლაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

„აშშ-ის მოსახლეობის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ სიკვიდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში, სავარაუდოდ გამონაკლისი მხოლოდ გერმანიაა. ჩვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთში. მაგალითისთვის, ესპანეთს აშშ-სთან შედარებით ოთხჯერ დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვთ. მაგრამ თქვენ, ჟურნალისტებს ამის მოსმენა არ გსურთ. მედია ავრცელებს ყალბ ახალ ამბებს, რომ აშშ არის მსოფლიოში ნომერ პირველ ადგილზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით. ეს არაა მართალი. ჩინეთია პირველ ადგილზე. ჩინეთში გაცილებით მეტი მსხვერპლია, თქვენ იცით ეს. მაგრამ ამის თქმა მედიას არ სურთ. ერთ დღეს მე ამის მიზეზს გეტყვით“, – განაცხადა ტრამპმა.