დონალდ ტრამპი - სი ძინპინთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ზოგჯერ ამის გამოცდა ხდება, რადგან ჩინეთს უყვარს ადამიანებისგან სარგებლის მიღება და მათ არ შეუძლიათ, ჩვენით ისარგებლონ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან ფრთხილად უნდა იყოს, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამართლიანია.
თეთრ სახლში არგენტინის პრეზიდენტთან, ხავიერ მილეისთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
„ჩვენ ჩინეთთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ სი ძინპინთან, მაგრამ ზოგჯერ ამის გამოცდა ხდება, რადგან ჩინეთს უყვარს ადამიანებისგან სარგებლის მიღება და მათ არ შეუძლიათ, ჩვენით ისარგებლონ. თუმცა ჩვენ ჩინეთთან სამართლიანი ურთიერთობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.