დონალდ ტრამპი – სი ძინპინს მოეწონა იდეა, რომ „ხელოვნურ ინტელექტს,“ რომელსაც არაზუსტად შეურჩიეს სახელი, უფრო ზუსტი სახელი, სუპერინტელექტი დავარქვათ

17:13, 25.09.2026

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან, როგორც აშშ-ისთვის, ისე ჩინეთისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, გრანდიოზული რამ მოხდება.

„თითქმის ყველას მსგავსად, როგორც ჩანს, მასაც მოეწონა იდეა, რომ „ხელოვნურ ინტელექტს,“ რომელსაც ცუდად და არაზუსტად შეურჩიეს სახელი, უფრო ზუსტი და მნიშვნელოვანი სახელი – სუპერინტელექტი დავარქვათ. ეს იქნებოდა „სუპერ!“ გუშინ საღამოს ამას ყველა დაეთანხმა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

მსგავსი