დონალდ ტრამპი – სი ძინპინი ყოველთვის მომწონდა და მომეწონება, მაგრამ მასთან შეთანხმების მიღწევა რთულია

11:30, 04.06.2025

სი ძინპინთან შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ჩინეთის პრეზიდენტი მოსწონს და ყოველთვის მოეწონება.

„მე მომწონს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ყოველთვის მომწონდა და ყოველთვის მომეწონება, მაგრამ ის ძალიან რთულია, მასთან შეთანხმების მიღწევა ძალიან ძნელია“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი