დონალდ ტრამპი – შტატების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუბერნატორებთან ერთად მალე მივიღებ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ შტატების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუბერნატორებთან ერთად მიიღებს.
დონალდ ტრამპმა მედია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შტატების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება გუბერნატორებმა მიიღეს, მცდარია.
„კონფლიქტისა და დაბნეულობის შემოტანის მიზნით, ზოგიერთი ფეიქმედია ამბობს, რომ შტატების გახსნის გადაწყვეტილება გუბერნატორების პირადი გადაწყვეტილებაა და არა აშშ-ის პრეზიდენტის და ფედერალური მთავრობის. ეს არასწორია. ეს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და ბევრი მიზეზით განპირობებული. როგორც ითქვა, მე, ადმინისტრაცია და გუბერნატორები ერთად ვმუშაობთ და ასე გაგრძელდება. გადაწყვეტილებას გუბერნატორებთან და სხვებთან შეთანხმებით მალე მივიღებთ“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.
For the purpose of creating conflict and confusion, some in the Fake News Media are saying that it is the Governors decision to open up the states, not that of the President of the United States & the Federal Government. Let it be fully understood that this is incorrect….
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 13, 2020