დონალდ ტრამპი შესაძლოა სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა დაჰკითხოს
დონალდ ტრამპი შესაძლოა სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა დაჰკითხოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა დაჰკითხოს.

საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს. დაკითხვა სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შედგება.

ტელეკომპანია NBC-ის ინფორმაციით, რომელიც თეთრ სახლში არსებულ წყაროზეა დაფუძნებული, ტრამპის ადვოკატები შეხვედრის დროსა და ფორმატს აზუსტებენ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის დაკითხვა სპეცპროკურორმა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში დონალდ ტრამპის იურისტები უკვე შეხვდნენ რობერტ მიულერის თანამშრომლებს. ცოტა ხნის წინ სპეცპროკურორმა ბრალი წარუდგინა პრეზიდენტის თანაშემწეებს, მათ შორის ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს და ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინს. მაიკლ ფლინმა მოგვიანებით აღიარა, რომ რუსეთის ელჩთან 2016 წელს შემდგარი საუბრის შინაარსი განზრახ შეცვალა.

დატოვე კომენტარი