დონალდ ტრამპი - შესაძლოა, ნატო უნდა გამოგვეცადა, აგვემოქმედებინა მეხუთე მუხლი და გვეიძულებინა, აქ მოსულიყო, დაეცვა ჩვენი სამხრეთის საზღვარი არალეგალი მიგრანტების შემოჭრებისგან
შესაძლოა, ნატო უნდა გამოგვეცადა, – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„აგვემოქმედებინა მეხუთე მუხლი და ნატო გვეიძულებინა, აქ მოსულიყო, დაეცვა ჩვენი სამხრეთის საზღვარი არალეგალი მიგრანტების შემდგომი შემოჭრებისგან, რითiც გათავისუფლდებოდა საზღვრის დაცვის აგენტების დიდი რაოდენობა სხვა ამოცანებისთვის“, – წერს ტრამპი.