დონალდ ტრამპი - შესაძლოა, აშშ-ის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვები პირველ მაისამდეც მოიხსნას
დონალდ ტრამპი - შესაძლოა, აშშ-ის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვები პირველ მაისამდეც მოიხსნას

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთ შტატში დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, პირველ მაისამდეც მოიხსნას. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„დღე, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, ძალიან ახლოსაა. თქვენ იცით, რომ შტატები განსხვავებულ სიტუაციაში არიან. ზოგიერთ შემთხვევაში ვხედავთ ვირუსის ფართო გავრცელებას, ზოგან კი, არა. 20 შტატი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ასე რომ, ზოგიერთ შტატში შეზღუდვები შესაძლოა, ძალიან მალე, პირველ მაისამდეც კი მოიხსნას“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ფედერალური მთავრობა შეიმუშავებს შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაციებს და სამოქმედო გეგმას, თუმცა შეზღუდვების გაუქმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, მასთან შეთანხმებით, თითოეული შტატის გუბერნატორი მიიღებს.