დონალდ ტრამპი – შემატყობინეს, რომ ამ თვეში უკრაინასთან უაზრო ომში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, წლის დასაწყისიდან კი რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა

21:30, 01.08.2025

ახლახან შემატყობინეს, რომ ამ თვეში უკრაინასთან უაზრო ომში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, წლის დასაწყისიდან კი რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს უამრავი არასაჭირო სიკვდილია.

„თუმცა უკრაინამაც დიდი ზარალი განიცადა. 2025 წლის პირველი იანვრიდან მათ დაახლოებით 8000 ჯარისკაცი დაეღუპათ, და ამ რიცხვში უგზო-უკვლოდ დაკარგულები არ შედიან. უკრაინამ ასევე დაკარგა მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა უფრო მცირე რაოდენობით, როცა რუსული რაკეტები კიევსა და უკრაინის სხვა ადგილებში ჩამოვარდა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო – ეს ბაიდენის ომია და არა „ტრამპის“. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ვნახო, შემიძლია თუ არა მისი შეჩერება!“ – წერს ტრამპი.

მსგავსი