დონალდ ტრამპი - სასიამოვნო საუბარი მქონდა ნეთანიაჰუსთან, მივულოცე, რომ წარმატებით ახერხებს ისრაელის უსაფრთხოების დაცვას, მას კარგად მიჰყავს საქმე
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ჰქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ნეთანიაჰუსთან დიალოგის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.
„მე მქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი ნეთანიაჰუსთან. მან დამირეკა გუშინ დილით. მივულოცე, რომ ის წარმატებით ახერხებს ისრაელის უსაფრთხოების დაცვას. მას კარგად მიჰყავს საქმე. ნეთანიაჰუ ხანდახან მირეკავს ხოლმე. ვფიქრობ, მას სურს ჩემი აზრის მოსმენა სხვადასხვა საკითხზე“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ნეთანიაჰუ და თეთრი სახლი ერთმანეთთან მჭიდროდ არ თანამშრომლობენ.
ამასთან, დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს ირანში არსებული ვითარების შესახებაც.
„ვნახოთ, რა მოხდება. ნეთანიაჰუმ მკითხა, რას ვფიქრობდი ამასთან დაკავშირებით და მე უბრალოდ ვუთხარი: გააკეთე ის, რაც უნდა გააკეთო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.