დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ განაცხადა, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი საკუთარ არჩევანს 24 ოქტომბერს ფლორიდის შტატში გეგმავს.

როგორც „როიტერი“ წერს, დროზე ადრე ხმის მიცემის საშუალებით უკვე ისარგებლა 47 მილიონმა ადამიანმა.

გამოცემა „ჰილის“ ინფორმაციით, ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს მოუწოდებდა მომხრეებს, ესარგებლათ წინასწარ ხმის მიცემის უფლებით და არჩევანი 3 ნოემბრამდე გაეკეთებინათ. ეს მოწოდება ეხებოდა ფლორიდასაც, სადაც ტრამპსა და მის კონკურენტ ჯო ბაიდენს რეიტინგებს შორის მცირე სხვაობაა. 2016 წელს ტრამპმა ფლორიდას შტატში 113 000-ი ხმის სხვაობით გაიმარჯვა. ეს შტატი საარჩევნო რბოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტია. აღსანიშნავია, რომ წინასწარ ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდნეტი. მაიკ პენსი 23 ოქტომბერს მშობლიურ ინდიანას შტატში მისცემს ხმას.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში სამ ნოემბერს გაიმართება. 22 ოქტომბერს კი, დაგეგმილია საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები.