დონალდ ტრამპი - სამწუხაროდ, ევროპამ მეტი ფული დახარჯა რუსულ ნავთობსა და გაზზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე
დონალდ ტრამპი - სამწუხაროდ, ევროპამ მეტი ფული დახარჯა რუსულ ნავთობსა და გაზზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე

ევროპამ, სამწუხაროდ, მეტი ფული დახარჯა რუსულ ნავთობსა და გაზზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა უფრო მეტი ფული გამოყო უკრაინისთვის, ვიდრე ევროპამ.

„ამავდროულად, ევროპამ, სამწუხაროდ, მეტი ფული დახარჯა რუსულ ნავთობსა და გაზზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე. ჩვენ კი დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. როგორც ბავშვისგან ტკბილეულის აღება. მათ დახარჯეს ასი მილიარდი დოლარი. რა განსხვავებაა?! ბაიდენმა უფრო მეტი ფული გამოყო ამ ბრძოლაში, ვიდრე ევროპამ“, – განაცხადა ტრამპმა.