დონალდ ტრამპი - სამხედრო ძალებში აღვადგენ მოსამსახურეებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს „კოვიდის“ ვაქცინაზე უარის გამო, ისინი მიიღებენ კომპენსაციას
დონალდ ტრამპი - სამხედრო ძალებში აღვადგენ მოსამსახურეებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს „კოვიდის“ ვაქცინაზე უარის გამო, ისინი მიიღებენ კომპენსაციას

მე აღვადგენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ჩვენი სამხედრო ძალებიდან „კოვიდის“ ვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო, ისინი მიიღებენ კომპენსაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები გათავისუფლდებიან, რათა ფოკუსირდნენ მთავარ მისიაზე – ამერიკის მტრების დამარცხებაზე.

„მე ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომ შევაჩერო ჩვენი მეომრების დაქვემდებარება რადიკალური პოლიტიკურ თეორიებისა და სოციალური ექსპერიმენტებისადმი სამსახურის დროს. ეს დაუყოვნებლივ დასრულდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები გათავისუფლდებიან, რათა ფოკუსირდნენ თავიანთ მთავარ მისიაზე – ამერიკის მტრების დამარცხებაზე. 2017 წლის მსგავსად, ჩვენ კვლავ შევქმნით ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას, რაც კი მსოფლიოს უნახავს. ეს არის ის, რაც მინდა, ვიყო – მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი“, – განაცხადა ტრამპმა.