დონალდ ტრამპი საკაბელო სატელევიზო არხ One America News Network-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის საფოსტო სამსახური პასუხისმგებელია ასობით ათასი ბიულეტენის გაყალბებაზე
დონალდ ტრამპი საკაბელო სატელევიზო არხ One America News Network-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის საფოსტო სამსახური პასუხისმგებელია ასობით ათასი ბიულეტენის გაყალბებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკაბელო სატელევიზო არხ One America News Network-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის საფოსტო სამსახური პასუხისმგებელია ასობით ათასი ბიულეტენის გაყალბებაზე. შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ინფორმატორების ცნობით, აშშ-ის საფოსტო სამსახური პასუხისმგებელია ასობით ათასი ბიულეტენის გაყალბებაზე. დემოკრატების ამ ბასტიონმა მოიშორა უამრავი რაოდენობა, განსაკუთრებით მერყევ შტატებში ბიულეტენების მიტანამდე და მიტანის დროს. კარგად დოკუმენტირებული მტკიცებულებაა“, – წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი 3 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ საუბრობს. მოქმედი პრეზიდენტის გუნდი შედეგების გაუქმებისთვის სასამართლო დავას აწარმოებს.