დონალდ ტრამპი საჯარო სკოლებში ბიბლიის სწავლებას მხარს უჭერს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ით გაავრცელა.
„რამდენიმე შტატი გამოდის ინიციატივით, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეებს ბიბლიის სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ეს კარგია!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ექვს შტატში: ფლორიდაში, ინდიანაში, მისურიში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ვირჯინიასა და დასავლეთ ვირჯინიაში ახალი და ძველი აღთქმის გაკვეთილების შემოღების ინიციატივით რესპუბლიკელი კანონმდებლები გამოდიან.
ოპონენტები აცხადებენ, რომ ინიციატივა აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას ეწინააღმდეგება, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნას ითვალისწინებს.