დონალდ ტრამპი – რვა ომი დავასრულე და ნობელის პრემია ვერ მივიღე, არ მინდა, ნორვეგიასთან საერთო მქონდეს, ნორვეგია, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელ ქვეყნად იქცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ მშვიდობის ნობელის პრემია ვერ მიიღო, ნორვეგიასთან ურთიერთობა აღარ სურს.
„იფიქრეთ შვედეთზე, ნორვეგიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ომი დავასრულე, ნობელის პრემია ვერ მივიღე, ამიტომ არ მინდა, არავინ ნორვეგიიდან. არ მინდა, ნორვეგიასთან საერთო მქონდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას, რომელმაც ნობელის პრემია პრეზიდენტად არჩევიდან მალევე, 2009 წელს მიიღო, დღემდე არ ესმის, რატომ მიანიჭეს ეს ჯილდო.
„წარმოიდგინეთ, რვა ომი მოვაგვარე და კიდევ ორი წინ მელოდება. რა გავაკეთე? ირანის ბირთვული საფრთხე შევაჩერე. ეს საშინელება იქნებოდა. გასულ წელს პრემია უნდა მიმეღო, მაგრამ ცოტა ადრე იყო, რადგან პრეზიდენტის თანამდებობა ახალი დაკავებული მქონდა. ქალბატონი, რომელმაც პრემია მიიღო, მარია, ძალიან კარგი ადამიანია. მან თქვა: „არ მჯერა, რომ ეს პრემია მე მივიღე. ის პრეზიდენტ ტრამპს უნდა გადაეცეს“ და საკუთარი პრემია გადმომცა. ამას არ დავივიწყებ. ძალიან სასიამოვნო იყო. არ ვამბობ, რომ ის მართალი იყო, მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ არ იყო მართალი. რვა ომი მოვაგვარე. არცერთ სხვა პრეზიდენტს ომი არ დაუსრულებია. რვა ომი მოვაგვარე და კიდევ ორი წინ მელოდება. ეს ნამდვილი ომები იყო. პუტინმა ერთ-ერთზე, აზერბაიჯანზე, დამირეკა. ეს ომი 34 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მითხრა: „არ მჯერა, ათი წელია, ამ საკითხის მოგვარებას ვცდილობ. არ მჯერა, რომ შენ ეს მოახერხე“. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ მოვაგვარე. ამიტომ ნორვეგიის მიმართ დიდი სიმპათიით არ ვარ განწყობილი. სიმართლე გითხრათ, ნორვეგია საშინელია. ნორვეგია, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელ ქვეყნად იქცა“, – განაცხადა ტრამპმა.