დონალდ ტრამპი – რუსეთსა და ჩინეთს ნატო-სი საერთოდ არ ეშინიათ შეერთებული შტატების გარეშე და ეჭვი მეპარება, ნატო ჩვენ გვერდით დადგეს, ეს რომ ნამდვილად დაგვჭირდეს, ჩვენ ყოველთვის ნატო-ს გვერდით ვიქნებით

19:40, 07.01.2026

ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ, დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს ნატო-სი საერთოდ არ ეშინიათ შეერთებული შტატების გარეშე.

„ეჭვი მეპარება, რომ ნატო ჩვენ გვერდით იქნება, ეს რომ ნამდვილად დაგვჭირდეს. ჩვენ ყოველთვის ნატო-ს გვერდით ვიქნებით, მაშინაც კი, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ, დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მსგავსი