დონალდ ტრამპი – რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები
WASHINGTON, DC - JANUARY 30: U.S. President Donald Trump talks to reporters from the Resolute Desk after signing an executive order to appoint the deputy administrator of the Federal Aviation Administration in the Oval Office at the White House on January 30, 2025 in Washington, DC. Trump also signed a memorandum ordering an immediate assessment of aviation safety and ordering an elevation of what he called “competence” over “D.E.I.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, მის მიერ წარსულში გაკეთებულ კომენტარზე, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებდა უკრაინაში მიმდინარე ომში. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ აკისრებს ზელენსკის პასუხისმგებლობას.
„როგორც იცით, რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები. ამაში შეიძლება, დაადანაშაულოთ ის კაცი, რომელიც ამ სავარძელში იჯდა. ბაიდენს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკის არ ვადანაშაულებ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მან საუკეთესო სამუშაო შეასრულა. მე არ ვარ დიდი გულშემატკივარი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.