დონალდ ტრამპი - რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მაგრამ ამის მიზეზი არ არსებობდა, მათი გადარწმუნება შესაძლებელი იყო
დონალდ ტრამპი - რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მაგრამ ამის მიზეზი არ არსებობდა, მათი გადარწმუნება შესაძლებელი იყო

რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, მაგრამ ამის მიზეზი არ არსებობდა და მათი გადარწმუნება შესაძლებელი იყო. არ არსებობდა მიზეზი რუსეთის თავდასხმის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს რადიოსთან“ საუბრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის პრევენცია შეეძლოთ.

„რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, მაგრამ ამის მიზეზი არ არსებობდა და მათი გადარწმუნება შესაძლებელი იყო. არ არსებობდა მიზეზი რუსეთის თავდასხმის. ეს წლები გრძელდებოდა და შეჭრის მიზეზი არ არსებობდა. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ყოველ ჯერზე, როცა ვამბობ: „ეს რუსეთის ბრალი არ არის“, მე ყოველთვის ფეიკნიუსებით მავსებენ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ბაიდენი არასწორ რაღაცებს ამბობდა, ზელენსკი არასწორ რაღაცებს ამბობდა, მათ თავს დაესხა ვიღაც, ვინც ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო ძლიერია. ამის გაკეთება ცუდია. ამას არ აკეთებ, მაგრამ რუსეთის გადარწმუნება ძალიან ადვილად შეიძლებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.