დონალდ ტრამპი - რუსეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოგვარებაში საერთოდ არ გვეხმარება
დონალდ ტრამპი - რუსეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოგვარებაში საერთოდ არ გვეხმარება

რუსეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხის მოგვარებაში საერთოდ არ გვეხმარება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ფხენიანს გაეროს მიერ დაკისრებული სანქციების გადახდის თავიდან აცილებაში უწყობს ხელს.

აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი არათუ არ მონაწილეობს ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღის წარმოების ხელის შეშლაში, არამედ ჩინეთის როლსაც აბრკოლებს.

ტრამპის თქმით, ეს საბოლოოდ ზრდის ფხენიანის შანსს, ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობა დაასრულოს, რომლის მოქმედებაც აშშ-ის ტერიტორიას მისწვდება.

ტრამპი ასევე ადანაშაულებს მის სამ წინამორბედს, ბარაკ ობამას, ჯორჯ ბუშსა და ბილ კლინტონს, რომ მათ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს.