დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის, მეგონა, მარტივი იქნებოდა, მაგრამ პუტინსა და ზელენსკის შორის ძალიან დიდი სიძულვილია
President Donald Trump speaks during a meeting with the White House task force on the 2026 FIFA World Cup in the Oval Office of the White House, Monday, Nov. 17, 2025, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოზიტიურად აფასებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ახალი სამხედრო გემების მშენებლობის გეგმის, „ტრამპის კლასის” პრეზენტაციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია.
„უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც იცით, მათ გასულ თვეს 27 000 ჯარისკაცი დაკარგეს, უმეტესად ჯარისკაცები და მათ შორის, კიევში ხალხი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამბობენ, რომ ამ ორ ლიდერს, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია, უზარმაზარი სიძულვილი. იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. მოლაპარაკებები კარგად მიდის. იცით, რვა ომი მოვაგვარე, მეგონა, ეს მარტივი იქნებოდა, მაგრამ ძალიან დიდი სიძულვილია ამ ორ ადამიანს შორის“, – თქვა ტრამპმა.