დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინას შორის იქნება ტერიტორიების გაცვლა, ზოგიერთი ცუდი რამ მოხდება ორივესთვის, არის კარგიც და ცუდიც
რუსეთ-უკრაინას შორის იქნება ტერიტორიების გაცვლა, ორივესთვის ზოგიერთი ცუდი რამ მოხდება, არის კარგიც და ცუდიც, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიებში იქნება გარკვეული ცვლილებები, არსებობს ძალიან არაზუსტი ხაზები და იქნება გარკვეული ცვლილებები.
„იქნება ტერიტორიების გაცვლა, ეს ვიცი რუსეთთან, ყველასთან საუბრისგან გამომდინარე. მიწების გაცვლა უკრაინის საკეთილდღეოდ მოხდება. ასევე, ზოგიერთი ცუდი რამ იქნება ორივესთვის. არის კარგიც და ცუდიც. ეს ძალიან რთულია, რადგან არსებობს ძალიან არაზუსტი ხაზები და იქნება გარკვეული ცვლილებები. ტერიტორიებში იქნება გარკვეული ცვლილებები. ჩვენ ვაპირებთ, შევცვალოთ საბრძოლო ხაზები. რუსეთმა დაიკავა უკრაინის დიდი ნაწილი. მათ დაიკავეს მნიშვნელოვანი ტერიტორია. ჩვენ ვეცდებით, რომ დავუბრუნოთ ამ ტერიტორიის ნაწილი უკრაინას. რუსეთს აქვს ოკუპირებული ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები. თუ გაქვს ტბა, მდინარე ან ოკეანე – ეს ყოველთვის ყველაზე ღირებულია. უკრაინას ადრე ჰქონდა ათასი მილი სანაპირო ზოლი. ეს გაქრა. ერთი პატარა უბნის გარდა – ოდესა, პატარა უბანი, ცოტაოდენი წყალია დარჩენილი. ასე რომ, წავალ და ვნახავ სიტუაციას. შეიძლება, წამოვიდე და ვთქვა – წარმატებები, და ეს იქნება დასასრული. შეიძლება, ვთქვა, რომ ეს არ მოგვარდება. არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევენ, რომ პუტინს მთელი უკრაინა სურდა. სხვათა შორის, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ვფიქრობ, მე რომ არა, ის სხვა არავისთან ისაუბრებდა. მაგრამ მე შევხვდები მას და ვნახავ, რა სიტუაციაა. დავურეკავ პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შეხვედრის შემდეგ. ჩემზე არ არის დამოკიდებული გარიგების დადება“, – აღნიშნა ტრამპმა.